ჩვენ შესახებ
იდეიდან ეროვნულ საგანმანათლებლო საზოგადოებამდე
2015 წლიდან ვაერთიანებთ პედაგოგებს გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განვითარებისთვის. დღეს ჩვენი საზოგადოება 84 000-ზე მეტ წევრს მოიცავს.
„მოტივირებულ პედაგოგთა ჰაბის“ ისტორია 2015 წელს, მცირე ონლაინსივრცით დაიწყო. მიზანი მარტივი იყო: პედაგოგებს ერთმანეთისთვის გამოცდილება გაეზიარებინათ. დღეს კი ის უკვე აღარ არის მხოლოდ სოციალური ქსელის ჯგუფი — ის საქართველოს მასწავლებელთა ფართო, პროფესიულ და სოლიდარულ საზოგადოებად იქცა.
„მოტივირებულ პედაგოგთა ჰაბი“ — 84 000+ წევრი ერთ სივრცეში
დღეს კლუბი აერთიანებს 84 000-ზე მეტ მოქმედ და მომავალ პედაგოგს. წლების განმავლობაში ჩვენი საქმიანობა აერთიანებს:
- პროფესიულ კონსულტირებასა და მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას;
- უფასო ტრენინგებს, ვებინარებსა და კონფერენციებს;
- ციფრული რესურსებისა და ვიდეოგაკვეთილების შექმნას;
მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარების შეხვედრებს.
სოლიდარობა და სოციალური პასუხისმგებლობა
ჩვენთვის მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის, ის უპირველესად დიდი ადამიანური პასუხისმგებლობაა:
პანდემიის გამოწვევა: COVID-19-ის დროს, როცა სისტემა ონლაინსწავლებაზე გადავიდა, კლუბმა პედაგოგებისთვის 200-მდე უფასო ონლაინტრენინგი ჩაატარა, რათა არავინ დარჩენილიყო ციფრული გამოწვევების წინაშე მარტო.
ქველმოქმედება: კლუბის ორგანიზებით მუდმივად ტარდება საქველმოქმედო ღონისძიებები. პედაგოგთა ერთიანობით არაერთი ბავშვის მკურნალობისა და სიცოცხლის გადარჩენისთვის გაგვიწევია ფინანსური მხარდაჭერა.
ცოდნის ღია ციფრული არქივი
ჩვენს YouTube-არხზე განთავსებულია 150-ზე მეტი ტრენინგის ჩანაწერი, ვიდეოგაკვეთილი და პროფესიული რესურსი. ეს არის ღია, სრულიად უფასო არქივი, რომელიც ნებისმიერ დროს უზრუნველყოფს მასწავლებელთა წვდომას საჭირო ცოდნასა და გამოცდილებაზე.
ჩვენი საგანმანათლებლო ჰაბები
მასწავლებელთა საჭიროებების ზრდასთან ერთად, შევქმენით საწევროზე დაფუძნებული, ინტენსიური პროფესიული განვითარების სივრცეები — ჰაბები, სადაც პედაგოგები სისტემურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას იღებენ.
1. მოტივირებულ პედაგოგთა ჰაბი
სივრცე, რომელიც გეხმარებათ დაზოგოთ დრო და აიმაღლოთ პროფესიული კვალიფიკაცია. პროგრამა მოიცავს:
- ხელოვნური ინტელექტისა (AI) და ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრირებას სასწავლო პროცესში;
- გაკვეთილების, პრეზენტაციებისა და სამუშაო ფურცლების მარტივად შექმნის ტექნიკებს;
- მოსწავლეზე მორგებული, დიფერენცირებული რესურსების მომზადებას;
პროფესიული სქემით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოებასა და დაგეგმვას.
2. კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელთა ჰაბი
სპეციალიზებული სივრცე I-VI კლასების ტექნოლოგიების მასწავლებლებისთვის. ჰაბის წევრები იღებენ სრულ, გამზადებულ სასწავლო პაკეტებს, რაც მოიცავს:
- დეტალურ გაკვეთილის გეგმებსა და გზამკვლევებს;
- თეორიულ მასალებსა და PowerPoint-პრეზენტაციებს;
- სამუშაო ფურცლებს, ინტერაქტიულ სავარჯიშოებსა და ქვიზებს;
შეფასების რუბრიკებსა და განმავითარებელ ინსტრუმენტებს.
ჩვენი მისია
ჩვენი მიზანი უცვლელია — არცერთი მასწავლებელი არ დარჩეს პროფესიული გამოწვევის წინაშე მარტო.
კლუბი ქმნის ფართო, ღია და მხარდამჭერ საზოგადოებას, ხოლო ჰაბები — ინტენსიურ, პრაქტიკულ განვითარებას. ჩვენ გვჯერა, რომ ცოდნის გაზიარებითა და ერთმანეთის გვერდში დგომით, ერთად ვქმნით უკეთეს საგანმანათლებლო მომავალს.