განახლებულია:
ჩვენ შესახებ
ვებსაიტს მართავს შპს მოტივირებულ პედაგოგთა ჰაბი, საიდენტიფიკაციო კოდი 4480628009. ჰაბი აერთიანებს კურსებს, სასწავლო რესურსებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს. შეკითხვებით მოგვმართე კონტაქტის გვერდიდან .
ანგარიში და მონაწილეობა
რეგისტრაციისას მიუთითე სწორი ინფორმაცია და შეინახე პაროლი უსაფრთხოდ. საჯარო სკოლის პედაგოგისთვის გამოიყენება Microsoft Teams-ის ელფოსტა @teachers.gov.ge დაბოლოებით; კერძო სკოლის პედაგოგს შეუძლია მიუთითოს სხვა მოქმედი ელფოსტა. ანგარიში განკუთვნილია პირადი გამოყენებისთვის.
სასწავლო მასალები
მასალები გამოიყენე სწავლისა და პროფესიული განვითარებისთვის, შესაბამისი ავტორის უფლებების დაცვით. საჯარო ნიმუშები ხელმისაწვდომია რეგისტრაციის გარეშეც. მასალის გაყიდვის ან საჯაროდ გავრცელების სურვილის შემთხვევაში წინასწარ შეგვითანხმდი.
წევრობა და მომსახურება
პაკეტის შინაარსი და ფასი აღწერილია წევრობის გვერდზე , გადახდისა და გაუქმების საკითხები — წევრობის წესებში . აკადემიის პროგრამაზე ინფორმაციის მოთხოვნა ჩარიცხვას ავტომატურად არ ნიშნავს. კურსის შედეგი დამოკიდებულია მონაწილეობისა და პრაქტიკის ხარისხზე.
ერთმანეთის პატივისცემა
პატივისცემით მოეპყარი მონაწილეებს, არ გაავრცელო სხვისი პირადი ინფორმაცია და არ გამოიყენო საიტი საზიანო მიზნებისთვის. პრობლემის შემთხვევაში დაგვიკავშირდი — საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებით.
ცვლილებები და შეკითხვები
მნიშვნელოვანი ცვლილებები აისახება ამ გვერდზე განახლების თარიღით. პირობები არ ზღუდავს საქართველოს კანონმდებლობით დაცულ უფლებებს. მონაცემთა გამოყენების შესახებ იხილე კონფიდენციალურობის პოლიტიკა .