დახმარება
შეკითხვები
და პასუხები.
წევრობის დაწყებამდე გაეცანი სასარგებლო ინფორმაციას.
რით განსხვავდება 20 და 30 ლარიანი პაკეტები?
ორივე პაკეტი მოიცავს კურსებს, ტრენინგებსა და რესურსებს. 30-ლარიანი წევრობა დამატებით ტექნოლოგიურ კურსებზე წვდომას გაძლევს.
როგორ მიმდინარეობს ონლაინ შეხვედრები?
შეხვედრები მიმდინარეობს Microsoft Teams-ში. თარიღი, დრო და გაწევრიანების ინფორმაცია წევრის პირად სივრცეში გამოჩნდება.
შემიძლია ჩანაწერების მოგვიანებით ნახვა?
აქტიური წევრობის პერიოდში ხელმისაწვდომია შენი პაკეტისთვის განკუთვნილი ჩანაწერები და სასწავლო მასალები.
როგორ განვაახლო ან გავაუქმო წევრობა?
გადახდა მხოლოდ ერთჯერადია. წევრობის გაგრძელებისთვის მომხმარებელი ხელახლა ირჩევს პაკეტს და ახორციელებს გადახდას; ავტომატური ჩამოჭრა არ ხდება.
შემიძლია ტელეფონით სწავლა?
საიტი მორგებულია ტელეფონზე, ტაბლეტსა და კომპიუტერზე. შეგიძლია მოძებნო მასალები და ნახო შეხვედრების ინფორმაცია ნებისმიერ მოწყობილობაზე.
როგორ დავუკავშირდე ეროვნულ აკადემიას?
აირჩიე სასურველი მიმართულება და შეავსე აკადემიის მოთხოვნის ფორმა. ონლაინ შეძენა აკადემიის კურსებისთვის გათვალისწინებული არ არის.